ფერმის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ღონისძიებით აღინიშნა
25-05-2022

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს. 

ამ დღეს საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიება მიეძღვნა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მე-5, მე-6,  მე-7, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეები.

ღონისძიება საქართველოს ჰიმნით გაიხსნა. ისტორიის პედაგოგი მაია მარქარაშვილი მოსწავლეებს საქართველოს დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე ესაუბრა. 

ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი, სკოლის დირექტორი შახალ ისმაილოვი, სასწავლო ნაწილი თამარ ალიევი, პედაგოგ​ მინაია ისმაილოვი, მუსისკის პედაგოგი ნინო ქობელაშვილი და პედაგოგი ცირა წიკლაური.

26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. ზუსტად 104 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203