„ვეხმაურებით სიცოცხლის მრავალფეროვნებას დედამიწაზე“ - ზემო ხანდაკის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეთა საინტერესო პროექტი
25-05-2022
პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის სახელობის კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.
ამჯერად, სკოლაში ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
დაბალ კლასებში ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლების მიზნით მე-7 კლასის მოსწავლეებმა პროექტი - „ვეხმაურებით სიცოცხლის მრავალფეროვნებას დედამიწაზე“ ჩაატარეს.
პროექტის მიზანი იყო ბიომრავალფეროვნების წინაშე მდგარი საფრთხეების გაცნობა და დაცვა.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეების პედაგოგი მარინა ჩეჩელაშვილი გახლავთ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს