ჯუმის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა ღონისძიებით დაასრულეს
25-05-2022
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმის საჯარო სკოლაში პირველი კლასის მოსწავლეების მიერ საინტერესო და სახალისო ღონისძიება - „ანბანთან გამოთხოვება!“ ჩატარდა.

მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებულ ღონისძიებას სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ნიჭიერმა მოსწავლეებმა ლექსებით, სიმღერებითა და განმავითარებელ აქტივობებში მონაწილეობით მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურეს.

აღსანიშნავია, რომ საზეიმო ღონისძიება ვარსკვლავის გახსნით დასრულდა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203