„წარმატებული გზით გევლოთ საქართველოს იმედო და მომავალო“- დარჩელის N1 სკოლის დირექტორის ემოციური მიმართვა მე-12 კლასელებს
25-05-2022

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის N1 საჯარო სკოლაში მეთორმეტეკლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა. 2022 წლის კურსდამთავრებულები სკოლიდან დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილეს.

სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცეს, გზა დაულოცეს და საუკეთესო სურვილები თეთრ პერანგებზეც დაუტოვეს.

განსაკუთრებით ემოციურია სკოლის დირექტორის მარინა ცარციძის მიმართვა.

ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული, ამ სკოლაში თქვენი შემოსვლა დიდი სიხარულითა და ზეიმით აღინიშნა, დღეს კი ისეთივე ზეიმითა და სიხარულით გისტუმრებთ საინტერესო და იდუმალი ცხოვრების ლაბირინთებისაკენ.

ადრე, პატარებს, შიშჩამდგარი და გაოცებული თვალები გქონდათ, ახლა კი სიხარულით გაბრწყინებული და სიყვარულით აციმციმებული.

დაე, გქონდეთ ღვთისგან ბოძებული მადლი და ძალა ცხოვრების ყველა ლაბირინთის ბედნიერად და წარმატებულად დაძლევისა.

იქართველეთ, იდღეგრძელეთ და მუდამ გახსოვდეთ პატარა ოქროსკულულებიანი მეგობარი, ძმა ზაალი, რომელმაც ნაადრევად გადაინაცვლა იმქვეყნიურ სასუფეველში და შეერწყა ღვთიურ ანგელოზთ.

ბედნიერი და წარმატებული გზით გევლოთ საქართველოს იმედო და მომავალო. თქვენი მარინა მასწავლებელი“,- ვკითხულობთ დირექტორის, მარინა ცარციძის მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203