გალავნის საჯარო სკოლაში პროფესიული კოლეჯის წარმომადგენლებს უმასპინძლეს
25-05-2022
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გალავნის საჯარო სკოლაში ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის წარმომადგენლებს უმასპინძლეს. 

მათ  IX, X, XI კლასის მოსწავლეებთან საინტერესო შეხვედრა გამართეს. 

ისინი მოსწავლეებს იმ საპილოტე პროგრამაზე ესაუბრნენ, რომელიც  დუალური, მოდულური, ინტეგრირებული და მოკლევადიანი მომზადების, გადამზადების პროგრამებს მოიცავს. 

შეხვედრამ საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა, მის მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203