კაცხის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი ლამაზი ღონისძიებით შეაჯამეს
25-05-2022
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაცხის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა სწავლის დასრულებასთან დაკავშირებით, მრავალფეროვანი ღონისძიება გამართეს. 

მოსწავლეებმა განვლილი წლის შესახებ ისაუბრეს, ლექსები წაიკითხეს და სანახაობრივი აქტივობა ჩაატარეს. 

ღონისძიებაზე სიტყვით სკოლის დირექტორი ხათუნა მოდებაძე გამოვიდა. მან პატარა მოსწავლეებს წარმატებები უსურვა და პედაგოგებს ფატი გაფრინდაშვილსა და მარგალიტა ფხალაძეს გაწეული შრომისათვის მადლობა გადაუხადა. 
მადლიერებით მიმართა მშობლებსაც, აქტიურობისა და მხარდაჭერისათვის.

„მოსწავლეები სიყვარულით მოიხსენიებდნენ განვლილ წელს, ცოდნის სამყაროში შემობიჯებას. დედაენის შემოქმედს იაკობს მადლობას მოკრძალებით წირავდნენ. ყოველი ასობგერა ლექსით შეამკვეს პატარებმა“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203