„წინ, საინტერესო ცხოვრება გელოდებათ, რომელსაც დარწმუნებული ვარ ღირსეულად გაუმკლავდებით!“-ვაკიჯვრის საჯარო სკოლის დირექტორის მიმართვა მე-12 კლასელებს
25-05-2022

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვრის საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა. 2022 წლის კურსდამთავრებულები სკოლიდან დიდი სიყვარულით გააცილეს.

სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცეს, გზა დაულოცეს და საუკეთესო სურვილები თეთრ პერანგებზეც დაუტოვეს.

განსაკუთრებით ემოციურია დირექტორის, ანეტა გედევანოვის მიმართვა.

„ბოლო ზარი გულივით ფეთქავს! კიდევ ერთი თაობა დაფრთიანდა ვაკიჯვრის საჯარო სკოლაში!...

სიყვარულითა და მომავლის იმედებით აღსავსე ვულოცავ 2021-2022 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს ცხოვრების ახალ საფეხურზე ფეხის შედგმას! წინ, საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრება გელოდებათ, რომელსაც დარწმუნებული ვარ ღირსეულად გაუმკლავდებით!

გვჯერა, რომ ერთად ვიზეიმებთ თქვენს წარმატებებს ეროვნულ გამოცდებზე...

მშვიდობიანი გზა გქონოდეთ!“,- ვკითხულობთ დირექტორის ანეტა გედევანოვის მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203