სიონის საჯარო სკოლის I კლასში შთამბეჭდავი ღონისძიება გაიმართა
25-05-2022
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიებები ხშირად იმართება.

ამჯერად, I კლასში დედანისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.

პირველი კლასის დამრიგებელმა მაია ავსაჯანიშვილმა - მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს შესანიშნავი ღონისძიება შესთავაზა.

ღონისძიებაში პირველიდან მეოთხე კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ღონისძიების ფარგლებში წარადგინეს ლექსები, სიმღერები ცეკვები და ა.შ.

დამრიგებელმა პირველი კლასის მოსწავლეებს სიმბოლურად სიგელები და საჩუქრები გადასცა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203