ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წლის მე-12 კლასელთათვის „ბოლო ზარი“ დაირეკა.
მეთორმეტეკლასელები სკოლას საზეიმო ვითარებაში, თუმცა სევდანარევი სიხარულით გამოემშვიდობნენ.
მოსწავლეებმა ამაგდარ პედაგოგებს, რომლებმაც მათ განათლებაში უდიდესი შრომა ჩადეს მადლობა გადაუხადეს, მასწავლებლებმა კი თავის მხრივ საამაყო აღზრდილებს გზა დაულოცეს.
ასევე, ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მოსწავლეებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს.
იხილეთ ფოტოები: