
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვილიშორის საჯარო სკოლაში მოსწავლის ინტერესებზე მორგებული სასწავლო გარემოა შექმნილი. პედაგოგები ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ მოსწავლეებს ხარისხიანი და სიღრმისეული განათლება მისცენ, სწორედ ამ მიზნით მათ მრავალფეროვან გაკვეთილებს სთავაზობენ და სხვადასხვა რესურსს აწვდიან.
სწორედ ასეთი საინტერესო შემაჯამებელი გაკვეთილი ჩაატარა სკოლის პედაგოგმა, ნათია ფაჩუაშვილმა პირველ კლასში. მათემატიკის გაკვეთილზე პატარებმა შეაჯამეს მიღებული ცოდნა. გაკვეთილი სახალისო, საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით იყო დატვირთული.
იხილეთ ფოტოები: