ბათუმის N4 სკოლაში პოეტ ზურა გორგილაძის დაბადებიდან 85-ე წლისთავს ღონისძიება მიეძღვნა
ბათუმის N4 საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებები ხშირად იმართება.
ამჯერად, მე-8ა კლასის მოსწავლეებმა პედაგოგის, ზოია სტურუას ხელმძღვანელობით ქართველი პოეტის, ზურა გორგილაძის დაბადებიდან 85-ე წლისთავს თემაზე - „ტაო-კლარჯეთის ბოკვერი ვარ, ბღეზი ბეწვებით, საქართველოში ქართველობას არ ვიხვეწები..." ლიტერატურულუ-მუსიკალური კომპოზიცია მიუძღვნეს.
„თურმე მოგვნატრებია... მადლობა მე-8ა კლასის ყველა მოსწავლეს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: