ფერეთის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში ჩატარდა
25-05-2022
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის საინტერესო აქტივობები ხშირად იმართება.
ამჯერად, სკოლაში ინტელექტუალური თამაში - „ტვინების ბრძოლა“ ჩატარდა. თამაშში III-დან IX კლასის ჩათვლით მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ისინი 4 გუნდად: „არწივები“, „ჭკვიანები“, „ყვავები“ და „დიკ-დიგი“ იყვნენ დაყოფილები.
თამაში „არწივებისა“ და „დიკ-დიგის“ გამარჯვებით დასრულდა. „არწივებმა“ 66 ქულა მოიპოვეს, “დიკ-დიგმა“ კი - 63.
ინტელექტუალურმა თამაშმა „ტვინების ბრძოლა“ ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია ბავშვებში. მათ ნამდვილად დიდი გამოცდილება მიიღეს და მსგავს თამაშებში მონაწილეობის სურვილი კიდევ გამოთქვეს.