გრემის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში ჩატარდა
25-05-2022
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის საინტერესო ინტელექტუალური თამაშები ხშირად იმართება.
ამჯერად, სკოლაში ინტელექტუალური თამაში - „ტვინების ბრძოლა“ ჩატარდა, სადაც: მე-3, მე-4 და მე-5 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ერთმანეთს ორი გუნდი - „მზის სხივი“ და „ნათელი მომავალი“ ეჯიბრებოდა.
აღსანიშნავია, რომ ნიჭიერმა მოსწავლეებმა 15 შეკითხვას გასცეს პასუხი.