დაშბაშის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლის დასრულებას ღონისძიება მიუძღვნეს
25-05-2022
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშბაშის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბანის სწავლის დასრულებას განსაკუთრებული აქტივობა მიუძღვნეს.
საზეიმოდ გამოწყობილმა ნიჭიერმა პირველკლასელებმა საზეიმო ღონისძიება თეატრალური სახით წარადგინეს.
„დაშბაშის საჯარო სკოლაში ქართული ანბანის დღესასწაულია. პირველი სახელმძღვანელო არის ანბანი. ის არა მხოლოდ ასწავლის ბავშვებს კითხვას, აძლევს ცოდნის გასაღებს, არამედ უხსნის მათ ჯადოსნურ გზას ლიტერატურის სამყაროში, აცნობს მათ ზღაპრის გმირებს. ღონისძიება თეატრალური წარმოდგენის სახით მოსწავლეებს აძლევს თვითგამოხატვის შესაძლებლობას, ხელს უწყობს ბავშვების შემოქმედებითი შესაძლებლობებისა და კომუნიკაციის უნარების ჩამოყალიბებას, უნერგავს კითხვის სიყვარულს.
ჩვენი სკოლა ულოცავს პირველკლასელს ქართული ენის ანბანის დასრულებას და წარმატებებს უსურვებს მომავალ სწავლაში“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს