შინდისის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინტერესო საინფორმაციო შეხვედრა შედგა
25-05-2022
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებზე შეხვედრები ხშირად იმართება.

ამჯერად, მოსწავლეებს საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელი შიდა ქართლის რეგიონში, ანა ჯავახიშვილი და რეგიონალური წარმომადგენელი გენდერის საკითხებში, თამარ ცხოვრებაძე შეხვდნენ.

სტუმრებმა ბავშვებს სახალხო დამცველის მანდატის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. წარადგინეს პრეზენტაცია ოჯახში ძალადობის თემაზე.

ასევე, განხილულ იქნა საკითხები, რომელიც ოჯახში ძალადობის ფორმებსა და ძალადობის მსხვერპლთა დახმარების სერვისებს შეეხებოდა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203