„გვჯერა, სკოლა მუდამ იამაყებს თქვენით!“ - ნიგვზარის საჯარო სკოლიდან მე-12 კლასელები საუკეთესო სურვილებით გააცილეს
25-05-2022

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზარის საჯარო სკოლაში მეთორმეტეკლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა.

2022 წლის კურსდამთავრებულები სკოლიდან დიდი სიყვარულით გააცილეს. სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცეს, გზა დაულოცეს და საუკეთესო სურვილები თეთრ პერანგებზეც დაუტოვეს. მოსწავლეებმა კი, თავის მხრივ, პედაგოგებს ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს.

„ჩვენო საყვარელო ბავშვებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ, წარმატებული გზებით გევლოთ! გვჯერა, ნიგვზარის საჯარო სკოლა მუდამ იამაყებს თქვენით!

სკივრი მოგონებების, ამოლაგდა ზღაპრულად,

საიდანაც ბავშვობა ხელს მიქნევს თავხედურად ..

წლებს ღიმილი ამოჰყვა, ხანაც მწარე გამოცდა,

ასე უნდა მეთქვა და მაინც ისე წამომცდა...

ხან ეწყინა რაღაც, ხან უმიზეზოდ გაოცდა...

უცებ ამოიშალა ყმაწვილობის გორგალი,

ღმერთმა წაღმა აბრუნოს თქვენი ბედის ბორბალი.

ხალასმა გულწრფელობამ, მხოლოდ თქვენ რომ გჩვევიათ,

ბავშვობიდან გამოსულს მეც რომ ამდევნებია,

გული ისე გამითბო, ამიშალა ფიქრები,

თითქოს ჩემი ბუდიდან გამიფრინდნენ ჩიტები“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ მისალოც წერილში. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203