ფურტიოს საჯარო სკოლის დამთავრება 13-მა კურსდამთავრებულმა იზეიმა
25-05-2022

ლევან ბერიძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოს საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა. სკოლის დამთავრება 13-მა კურსდამთავრებულმა იზეიმა. 

2022 წლის კურსდამთავრებულები სკოლიდან დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილეს. კურსდამთავრებულებს სკოლის დასრულება მიულოცეს პედაგოგებმა და სკოლის ადმინისტრაციამ, უსურვეს წარმატებები სწავლასა და პირად ცხოვრებაში.

მოსწავლეებმა კი, თავის მხრივ, პედაგოგებს ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს.

„ფურტიოს საჯარო სკოლა ულოცავს საქართველოს ყველა კურსდამთავრებულს სკოლის დასრულებას და უსურვებს შემდგომ წარმატებებს“,- აღნიშნულია სკოლის მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203