დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლას საერთაშორისო კვლევის ადმინისტრირებაში განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის მადლობის სიგელი გადაეცა
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლას საერთაშორისო ორგანიზაციას PISA-ის და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მადლობის სიგელი გადაეცა.
მადლობის სიგელი გადაცემის მიზეზი კი PISA-ს (მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა) საერთაშორისო კვლევის ადმინისტრირებაში განსაკუთრებული წვლილის შეტანა გახდა.
კვლევაში მონაწილეობა მიიღეს: სკოლის მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა და მშობლებმა (10 კლასის).
აღნიშნულს ორგანიზება თანამშრომელმა, რატი ნადარაიამ გაუწია.
იხილეთ ფოტო: