უჩვეულო და სახალისო ტრადიცია აწყურის საჯარო სკოლაში
19-03-2018
აწყურის საჯარო სკოლაში კიდევ ერთ ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი.
 
დაწყებითი კლასის მოსწავლეები ყოველ პარასკევს ბებიებს ხვდებიან და მათთან ერთად სხვადასხვა ლიტერატურას კითხულობენ.  
 
„ბავშვებს ძალიან მოსწონთ პარასკევი დღე ბებიებთან ერთად და მოუთმენლად ელიან კვირის ბოლოს. ბებიებიც ხალისით მოვიდნენ სკოლაში, რათა პატარებისთვის ზღაპრები წაეკითხათ და კიდევ ერთი საინტერესო და სახალისო კვირის დასასრული გაელამაზებინათ“- აცხადებენ სკოლის წარმომადგნელები. 

აწყურის საჯარო სკოლა მადლობას უხდის ნინო ბებოს, როზა ბებოს, ქეთინო ბებოს და მარინა ბებოს პროექტში ჩართვისთვის.  
 
იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203