„კიდევ ერთი ლამაზი დღე მიემატა სკოლის ისტორიას“ - ახალაბასთუმნის საჯარო სკოლაში „ბოლო ზარი“ დაირეკა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმნის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წლის მე-12 კლასელთათვის „ბოლო ზარი“ დაირეკა.
მეთორმეტეკლასელები სკოლას საზეიმო ვითარებაში, თუმცა სევდანარევი სიხარულით გამოემშვიდობნენ.
მოსწავლეებმა ამაგდარ პედაგოგებს, რომლებმაც მათ განათლებაში უდიდესი შრომა ჩადეს მადლობა გადაუხადეს, მასწავლებლებმა კი თავის მხრივ საამაყო აღზრდილებს გზა დაულოცეს.
„კიდევ ერთი ლამაზი დღე მიემატა ახალაბათუმნის საჯარო სკოლის ისტორიას... კიდევ ერთხელ გავაცილეთ კურსდამთავრებულები სკოლიდან... წარმატებულ, ლამაზ, ფერად, იღბლიან და ბედნიერ მომავალს ვუსურვებთ! უფალი გფარავდეთ!“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: