ზინობიანისა და ჩანტლისყურის საჯარო სკოლების გუნდებს შორის მინი ფეხბურთში მეგობრული შეხვედრა გაიმართა
25-05-2022
ყვარლის სოფელ ზინობიანის საჯარო სკოლაში პედაგოგის, კახაბერ გიორგაშვილისა და ჩანტლისყურის პედაგოგის მუხტარ ალიევის ურთიერთთანამშრომლობით მინი ფეხბურთში მეგობრული შეხვედრა გაიმართა.

სოფელ ზინობიანისა და ჩანტლისყურის საფეხბურთო გუნდებს შორის, უმცროსკლასელთა თამაშში ჩანტლისყურის გუნდმა ანგარიშით 2:1 გაიმარჯვა, ხოლო უფროსკლასელებში გამარჯვება ზინობიანის სკოლის მოსწავლეებს ანგარიშით 5:3 დარჩათ.

მონაწილე ყველა გუნდი სიგელით დაჯილდოვდა. თამაში ძალიან სახალისო გამოვიდა, როგორც მონაწილეებისთვის, ასევე გულშემატკივრებისთვის.

აღსანიშნავია, რომ 13 მაისს, შეხვედრა გაიმართა ჩანტლისყურის საჯარო სკოლაში. სკოლები შეთანხმდნენ მომავალ სპორტული ღონისძიების ჩატარებისათვის.

იხილეთ ფოტოები და ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203