„გზას დავულოცავთ, სევდანარევი სიხარულით, ჩვენს კურსდამთავრებულებს“-ოზურგეთის N3 სკოლაში „ბოლო ზარი“ დაირეკა
ოზურგეთის N3 საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წლის მე-12 კლასელთათვის „ბოლო ზარი“ დაირეკა.
მეთორმეტეკლასელები სკოლას საზეიმო ვითარებაში, თუმცა სევდანარევი სიხარულით გამოემშვიდობნენ.
მოსწავლეებმა ამაგდარ პედაგოგებს, რომლებმაც მათ განათლებაში უდიდესი შრომა ჩადეს მადლობა გადაუხადეს, მასწავლებლებმა კი თავის მხრივ საამაყო აღზრდილებს გზა დაულოცეს.
„და დადგა ჟამი მათი ბუდიდან აფრენისა... დღეს ხვალის ნათებით ნათდება სამყარო და გზას დავულოცავთ სევდანარევი სიხარულით ჩვენს კურსდამთავრებულებს, ანცებს, ჯიუტებს, გამოუსწორებელ მოპაექრეებს, ღიმილიანებსა და თბილებს, ბავშვურად გულწრფელებსა და საოცრად ზნეკეთილებს. გილოცავთ და გლოცავთ!“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: