ეცერის საჯარო სკოლის დირექტორმა და პედაგოგებმა მეთორმეტეკლასელებს სკოლის დამთავრება საზეიმოდ მიულოცეს
25-05-2022
ზურაბ გურჩიანის სახელობის მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეცერის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წლის მე-12 კლასელთათვის „ბოლო ზარი“ დაირეკა.

მანტიებში გამოწყობილი მეთორმეტეკლასელები სკოლას საზეიმო ვითარებაში, თუმცა სევდანარევი სიხარულით გამოემშვიდობნენ.

მოსწავლეებმა ამაგდარ პედაგოგებს, რომლებმაც მათ განათლებაში უდიდესი შრომა ჩადეს მადლობა გადაუხადეს.

სკოლის დირექტორმა, ქეთევან გურჩიანმა პედაგოგებთან ერთად კურსდამთავრებულებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203