„ბედნიერნი ვართ თქვენით“- ტყიბულის N2 საჯარო სკოლიდან კურსდამთავრებულები საზეიმოდ გააცილეს
25-05-2022
ტყიბულის N2 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა.

კურსდამთავრებულებმა ცხოვრების ახალ ეტაპზე ტრადიციული თეთრი მაისურებით შეაბიჯეს. სკოლაში საზეიმო განწყობა იყო შექმნილი.

კურსდამთავრებულებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და სურვილები გაცვალეს.

მათ სკოლა ემშვიდობება და უამრავ წარმატებას უსურვებს.
„ჩვენო ძვირფასო კურსდამთავრებულებო !!! სწრაფად გაირბინა წლებმა. დასრულდა თქვენი ცხოვრების პირველი ულამაზესი ეტაპი. ემშვიდობებით სკოლას, რომელმაც შეძლო თქვენი ჩამოყალიბება ღირსეულ ადამიანებად, თავისუფალ პიროვნებებად.
მინდა გზა დაგილოცოთ ცხოვრების ფართო ასპარეზზე. ბედნიერნი ვართ თქვენით. გაგვახარებს თითოეული თქვენგანის წარმატება და ჭეშმარიტების გზაზე წინსვლა, მამულისა და ერის სასიკეთოდ.
იმედით შევყურებთ თქვენს მომავალს და გვჯერა თქვენი. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203