„პროგრესი“ ამაყობს თქვენით“- ამერიკული საერთაშორისო სკოლა-კოლეჯ „პროგრესის“ მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა
25-05-2022
ამერიკული საერთაშორისო სკოლა-კოლეჯ „პროგრესის“ მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის ბოლო ზარი დაირეკა.
კურსდამთავრებულებმა ცხოვრების ახალ ეტაპზე ტრადიციული თეთრი მაისურებით შეაბიჯეს. სკოლაში საზეიმო განწყობა იყო შექმნილი.
კურსდამთავრებულებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და სურვილები გაცვალეს.
მათ სკოლა ემშვიდობება, ულოცავს და უამრავ წარმატებას უსურვებს.
„და აი, ეს დროც დადგა - ჩვენს სკოლაშიც დარეკა ბოლო ზარმა! გილოცააავთ, გილოცაავთ, გილოცაააავთ! პროგრესი ამაყობს თქვენით, წარმატებები ცხოვრების ახალ ეტაპზე“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს