„წარმატებები მომავლისკენ მიმავალ გზაზე“- ჯგალის თემის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებს დამრიგებელმა ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცა
25-05-2022
კალისტრატე სალიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯგალის თემის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის ბოლო ზარი დაირეკა.
კურსდამთავრებულებმა ცხოვრების ახალ ეტაპზე ტრადიციული თეთრი მაისურებით შეაბიჯეს. სკოლაში საზეიმო განწყობა იყო შექმნილი, გაიმართა მრავალფეროვანი ღონისძიება.
კურსდამთავრებულებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და სურვილები გაცვალეს.
მათ დამრიგებელი თამუნა ცანავა ემშვიდობება, ულოცავს და უამრავ წარმატებას უსურვებს.
„ჩემო ბავშვებო, ჩემო XII კლასელებო, გილოცავთ სკოლის დამთავრებას და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას. გლოცავთ და უფალს ვთხოვ, ია-ვარდით მოფენილი გზით გატაროთ, ღიმილი და სიხარული ყოფილიყოს თქვენი სახის სამკაული. წარმატებები მომავლისკენ მიმავალ გზაზე, ჩემო პატარა მეგობრებო“,- წერს დამრიგებელი თამუნა ცანავა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს