„გვჯერა, შეძლებენ ღირსეულად გააგრძელონ გზა ცხოვრების ახალ ეტაპზე“- კერძო სკოლა „სხივში“ კურსდამთავრებულებს გზა დაულოცეს
25-05-2022
მარტვილის კერძო სკოლა „სხივში“ 2021-2022 სასწავლო წლის მე-12 კლასელთათვის „ბოლო ზარი“ დაირეკა.
მეთორმეტეკლასელები სკოლას საზეიმო ვითარებაში, თუმცა სევდანარევი სიხარულით გამოემშვიდობნენ.
მოსწავლეებმა ამაგდარ პედაგოგებს, რომლებმაც მათ განათლებაში უდიდესი შრომა ჩადეს მადლობა გადაუხადეს.
სკოლა მეთორმეტეკლასელებს სკოლის დასრულებას ულოცავს. უსურვებს მათ წარმატებულ, ნათელ მომავალსა და დასახული მიზნების ასრულებას.
„წინ ეროვნული გამოცდებია... ვიმედოვნებთ და გვჯერა, რომ ამ გამოწვევასაც წარმატებით გაართმევენ თავს და შეძლებენ ღირსეულად გააგრძელონ გზა ცხოვრების ახალ ეტაპზე“, - წერია მისალოც წერილში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს