ამერიკული საერთაშორისო სკოლა-კოლეჯ „პროგრესის“ მოსწავლეებმა საინტერესო პროექტებზე იმუშავეს
25-05-2022
ამერიკული საერთაშორისო სკოლა-კოლეჯმა „პროგრესმა“ „იდეათონის” ღონისძიებას უმასპინძლა.

ღონისძება სკოლისა და Future Laboratory-ის თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა. 

შეხვედრის მიმდინარეობისას მოწვეულმა სპიკერმა გუჯა ნარიმანაშვილმა მოსწავლეებს სტარტაპების იდეა გააცნო და 21-ე საუკუნეში თანამედროვე ტექნოლოგიების გავლენასა და მნიშვნელობაზე  ესაუბრა. 

შემდეგ პრაქტიკული ნაწილი გაიმართა. მოსწავლეებმა გუნდებში რეალური პრობლემაზე გაამახვილეს ყურადღება და შეიმუშავეს სხვადასხვა რეალური პროექტი. 

  • მისია სამყაროს გადასარჩენად - ეკოლოგიის გაუმჯობესება;
  • დაგეგმე წარმატებული მომავალი - უმუშევრობა და მომავლის პროფესიები;
  • ინოვავიები ცვლიან სამყაროს.
„აღსანიშნავია, რომ ჩვენი მოსწავლეები პროექტებზე მუშაობას განაგრძობენ მომავალშიც ბიზნეს განათლების ფარგლებში და შეეცდებიან მათ მიერ შემუშავებული პროექტების რეალურად განხორციელებას“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203