ბათუმის N8 საჯარო სკოლის მოსწავლე ანანო ჯინჭარაძემ ფარიკაობის ტურნირში გამარჯვება მოიპოვა
25-05-2022
ბათუმის N8 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ ტურნირებში მუდამ აქტიურად და ამავდროულად, დიდი წარმატებით ასპარეზობენ.
ამჯერად, მშობლიური სკოლა მოსწავლემ, ანანო ჯინჭარაძემ ასახელა, რომელიც ფარიკაობაში გამარჯვებული გახდა.
4-8 მაისს თბილისში, ოლიმპიური ჩემპიონის, ნუგზარ ასათიანის სახელობის ფარიკაობის დარბაზში, აფხაზეთის ღია პირველობა, რაპირით ფარიკაობაში ჩატარდა, სადაც 2008-2010 წ.წ. დაბადებულ გოგონათა შორის, რაპირით ფარიკაობაში, ტურნირის გამარჯვებული ანანო ჯინჭარაძე გახდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს