გორელოვკის N3 სკოლაში პროექტი - „ვზრუნავთ მშვიდობიანი თანაცხოვრების ხელშეწყობაზე“ განხორციელდა
25-05-2022
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში, ზოგადი განათლების რეფორმის („ახალი სკოლის მოდელი“) ფარგლებში, პროექტი - „ვზრუნავთ მშვიდობიანი თანაცხოვრების ხელშეწყობაზე“ განხორციელდა.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს ჩაუტარდათ სადამრიგებლო საათი - ნახეს ვიდეოები ტოლერანტობაზე, კულტურულ მრავალფეროვნებაზე, ბულინგზე, დუხაბორებზე.
ბავშვებმა შექმნეს ნახატები და პლაკატები; იყვნენ მცირე ექსკურსიაზე დუხაბორების სალოცავსა და მეჩეთში; გადაიღეს ფოტოები, რომლითაც ადამიანებს ტოლერანტობისკენ მოუწოდეს; მოსწავლეებმა ასევე, სოფელში მაცხოვრებლებისგან ინტერვიუები აიღეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს