„ჩვენი საამაყო მომავალი, ეს ქვეყანა თქვენია“ - ყელქცეულის საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელებს დამრიგებელმა, ნინო კახნიაშვილმა გზა დაულოცა
25-05-2022
ოთარ ჩხეიძის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა.

კურსდამთავრებულებმა ცხოვრების ახალ ეტაპზე ტრადიციული თეთრი მაისურებით შეაბიჯეს. სკოლაში საზეიმო განწყობა იყო შექმნილი.

კურსდამთავრებულებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და სურვილები გაცვალეს.

მათ დამრიგებელი ნინო კახნიაშვილი ემშვიდობება, ულოცავს და უამრავ წარმატებას უსურვებს.

„ჩვენო საყვარელო მეთორმეტე კლასელებო, გილოცავთ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას. ჩვენი საამაყო მომავალი,
ეს ქვეყანა თქვენია“,- წერს კლასის დამრიგებელი ნინო კახნიაშვილი.

იხილეთ ფოტოები:
 
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203