ვლადიმერ ჯანჯღავას სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გუბის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის ბოლო ზარი დაირეკა.
კურსდამთავრებულებმა ცხოვრების ახალ ეტაპზე ტრადიციული თეთრი მაისურებით შეაბიჯეს. სკოლაში საზეიმო განწყობა იყო შექმნილი.
კურსდამთავრებულებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და სურვილები გაცვალეს.
მათ სკოლა ემშვიდობება, ულოცავს და უამრავ წარმატებას უსურვებს.
უამრავი წარმატებული თაობა აღიზარდა ჩვენი სკოლის კედლებში. ბედნიერი და წარმატებული მომავალი ჩვენს თითოეულ კურსდამთავრებულს“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: