ქუთაისის ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ VIII კლასის მოსწავლეებმა პიესა - „ფრთებდაგლეჯილი“ გაითამაშეს
25-05-2022
ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ქუთაისის ფილიალის VIII კლასის მოსწავლეებმა ეკატერინე გაბაშვილის პიესა „ფრთებდაგლეჯილი“ გაითამაშეს.

აღნიშნული წარმოდგენა სამი პარალელური კლასის მოსწავლეებმა, სხვადასხვა სასკოლო გარემოში, მასწავლებლებისა და მშობლების წინაშე წარადგინეს. ის საგან „წიგნიერების“ ფარგლებში დაიდგა.

მასში მოსწავლეები დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შემოქმედებითი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. 

„წიგნიერების“ მიზანია ხელი შეუწყოს მოსწავლეთა ერუდიციის, ზეპირი მეტყველების, ტექსტის ანალიზისა და მხატვრული გემოვნების განვითარებას. პროგრამის ხელმძღვანელი პედაგოგი ანა შალიკიანია.

„ფორმატი ითვალისწინებდა დამსწრე აუდიტორიის ჩართვას პიესაში ასახული პრობლემების განხილვაში
„ფრთებდაგლეჯილი" XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ქართულ საზოგადოებაში არსებულ გენდერულ უთანასწორობას აშუქებს“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203