ორლოვკის საჯარო სკოლის მეხუთეკლასელთა შთამბეჭდავი პრაქტიკული მეცადინეობა - მოსწავლეებმა მდინარის სიჩქარე განსაზღვრეს
25-05-2022
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორლოვკის საჯარო სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლეებმა მდინარის სიჩქარე განსაზღვრეს. 

მათ პრაქტიკული მეცადინეობა, ბიოლოგიის მასწავლებლის ნანა ბაღიშვილის ხელმძღვანელობით, განახორციელეს.

მოსწავლეებმა პრაქტიკული სამუშაოსთვის საჭირო ნივთები წინასწარ მოიმარაგეს და შექმნეს. გაკვეთილის შემდეგ კი წინასწარ შექმნილი ოქმები შეავსეს. 

მეხუთეკლასელები აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს. მათ განვითარებაზე სკოლაში ყოველდღიურად აქტიურად ზრუნავენ.

„მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ საგაკვეთილო პროცესში პრაქტიკული მეცადინეობები“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203