
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჯის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბანი ღონისძიებით „გააცილეს“.
ღონისძება, კლასის დამრიგებლის სირანუშ არევიანის ინიციატივით გაიმართა. მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, სხვადასხვა ნომერი წარადგინეს და თავიანთი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.
ისინი აქტივობაში დიდი ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ.
ღონისძებას მშობლები, მოსწავლეები, მასწავლებლები და სოფლის მოსახლეობა ესწრებოდა.
„ღონისძიება ძალიან კარგი და საინტერესო იყო. მანია ბაგნიკიანმა, მშობლების სახელით, მადლობა გადაუხადა დამრიგებელს საინტერესო და სახალისო ღონისძიებისათვის“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: