თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალთერჯოლის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური შეჯიბრი „ტვინების ბრძოლა“ გაიმართა.
ის სამ ასაკობრივ ჯგუფში მიმდინარეობდა. მოსწავლეებმა ღირსეულად იასპარეზეს, გამარჯვებულები კი სამივე ჯგუფში გამოვლინდნენ.
მე-3, მე-4 და მე-5 კლასელთა შორის შექმნილი იყო ორი გუნდი - I და II. გაიმარჯვა მეორე გუნდმა. მე-6, მე-7 და მე-8 კლასებს შორის მე-8 კლასმა გაიმარჯვა, ხოლო მე-9, მე-10 და მე-11 კლასელების ორი გუნდიდან „ლომები“ და “შევარდენი“, გამარჯვება „შევარდენმა“ მოიპოვა.
მოსწავლეები ინტელექტუალურ შეჯიბრში დიდი მონდომებით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს. მათ განვითარებაზე სკოლაში ყოველდღიურად აქტიურად ზრუნავენ.
იხილეთ ფოტოები: