დაბა კაზრეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე ელენე ბასილაშვილმა სასკოლო კონკურსში უმაღლესი შეფასება მიიღო
19-03-2018
დაბა კაზრეთის №2 საჯარო სკოლა „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2018“-ში მონაწილეობდა. 

პროექტი CENN–ის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით ხორციელდება. 

2018 წლის კონკურსის ნახევარფინალურ ტურში ერთმანეთს 4 რეგიონის 18 სკოლა შეხვდა.
 
დაბა კაზრეთის №2 საჯარო სკოლის მოსწავლემ ელენე ბასილაშვილმა კონკურსში თემა „შიმშილი და ჯანსაღი კვება“ წარმოადგინა. 

„მან ბრწყინვალედ გაართვა თავი სამოცწამიან პრეზენტაცია/პერფომანსს და უმაღლესი შეფასება მიიღო“ - აცხადებს სკოლის წარმომადგენელი. 

ღონისძიებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

ბოლნისის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსმა კობა ჟღენტმა დაბა კაზრეთის №2 საჯარო სკოლას და წარმატებულ მოსწავლეს ფასიანი საჩუქრები გადასცა. 

სკოლა მადლობას უხდის პროექტის ავტორებს ასეთი საინტერესო ღონისძიებისათვის, ასევე ბოლნისის მუნიციპალიტეტს მხარდაჭერისა და დახმარებისათვის. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203