განთიადის საჯარო სკოლაში წიგნების მოყვარული მოსწავლეებისთვის საინტერესო პროექტი მიმდინარეობს
25-05-2022
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლა საბაზისო განათლების სხვადასხვა პროგრამაში აქტიურად არის ჩართული.
ამ ეტაპზე პროექტი - „წიგნის მეგობრები“ მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში საკმაოდ დატვირთული და მრავალფეროვანი 3 შეხვედრა იყო დაგეგმილი.
24 მაისს, „წიგნის მეგობრების“ კლუბის მესამე შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, გიორგი გახელაძე და საბავშვო მწერალი და ჟურნალ „შოკოლიტის“ მთავარი რედაქტორი ირმა მალაცაძე უძღვებოდნენ.
სკოლის მხრიდან კი პროექტს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ნინო ანთაძე ხელმძღვანელობდა.
პროექტში II, III, IV, V და VI კლასის მოსწავლეები იყვნენ ჩართულები.
„- უნდა აღვნიშნო, რომ თავიდან კლუბში ჩავწერეთ 10-12 მოსწავლე, მაგრამ ისეთი გამოხმაურება მოჰყვა პირველ შეხვედრას, მეორე დღეს იმდენივე მოსწავლე მოვიდა ხვეწნით, „მასწავლებელო, ჩვენც გვინდა კლუბშიო“ კლუბის წევრების რაოდენობა 18-მდე გაიზარდა, რამდენიმე ცნობისმოყვარე ბავშვი მსმენელად შემოგვიერთდა.
პროექტის ფარგლებში ბავშვებმა ისწავლეს:
საბავშვო მოთხრობის ან ზღაპრის შექმნა, პერსონაჟების შერჩევა სახალისო მეთოდით; საკუთარი საავტორო წიგნის შექმნა, რედაქტირება, ილუსტრირება, აკინძვა, გამოცემა. ულამაზესი წიგნებიც შექმნეს, რომლებსაც ილიას უნივერსიტეტში გავგზავნით გამოფენაზე. ისწავლეს რა არის პუბლიცისტიკა, როგორ იქმნება საბავშვო ჟურნალები და ჟურნალის სხვადასხვა რუბრიკები. მოიფიქრეს სახელი: ჟურნალი- „განთიადის მომავალი“ და რუბრიკები. უახლოეს მომავალში საკუთარ ჟურნალსაც გამოვუშვებთ და იმასაც უნივერსიტეტში გავგზავნით გამოფენაზე.
შეხვედრაზე ქალბატონმა ირმამ ბავშვებს გააცნო ასტრიდ ლინდგრენი, მისი ბავშვობა, ცხოვრების გზა, შემოქმედება. როგორ იქმნებოდნენ მისი პერსონაჟები ასევე, ვირტუალურად დაათვალიერეს ასტრიდის მუზეუმი შვედეთში - სტოკჰოლმში.
შეხვედრის ბოლოს გაიმართა სახალისო ვიქტორინა. ბავშვები განაწილდნენ ორ ჯგუფად და ძალიან აქტიური შეჯიბრი დასრულდა შედეგით 9:9.
იყო ბევრი სიგელები, ფოტოები, ემოციები, განათებული სახეები, აფართქალებული გულები...
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს