
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გალავნის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა.
კურსდამთავრებულებმა ცხოვრების ახალ ეტაპზე ტრადიციული თეთრი მაისურებით შეაბიჯეს. სკოლაში საზეიმო განწყობა იყო შექმნილი, განთავსებული იყო შესაბამისი დეკორაცია. ღონისძიება ეზოში გაიმართა, იქ იყო განლაგებული მერხებიც, რომელთაც დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები ამ სტატუსით ბოლოჯერ მიუსხდნენ.
კურსდამთავრებულებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და სურვილები გაცვალეს.
მათ სკოლა ემშვიდობება და უამრავ წარმატებას უსურვებს.
იხილეთ ფოტოები: