სევდანარევი ღონისძიება და ოქროს მედლის კანდიდატი კურსდამთავრებულები - რცხმელურის საჯარო სკოლაში „ბოლო ზარი“ 3 მოსწავლისთვის დაირეკა
25-05-2022

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ რცხმელურის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის ბოლო ზარი დაირეკა.

კურსდამთავრებულებმა ცხოვრების ახალ ეტაპზე ტრადიციული თეთრი მაისურებით შეაბიჯეს. სკოლაში საზეიმო განწყობა იყო შექმნილი. გაიმართა ღონისძება, რომელიც სიმღერით, ცეკვით და სამადლიბელი მონოლოგებით დატვირთული იყო.

კურსდამთავრებულებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და სურვილები გაცვალეს.

მათ სკოლა ემშვიდობება და უამრავ წარმატებას უსურვებს.

„ეს იყო სევდანარევი ღონისძიება, სიმღერით, ცეკვით და სამადლობელი მონოლოგებით. სამივე გოგონა ოქროსმედალოსანია. წარმატებები მათ მომავალშიც“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203