ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ მოსწავლეებმა საინტერესო ბიზნეს-გეგმები შეიმუშავეს
25-05-2022
ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ბათუმის ფილიალის მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებმა ბიზნეს-გეგმები წარადგინეს.
მოსწავლეებმა გამოკითხვა სკოლაში აწარმოეს, ბოლოს კი შემუშავებული ნამუშევრები ბათუმში არსებულ Ruebesh Hospitality-ს წარმომადგენლებს უჩვენეს.
მათი ბიზნეს-გეგმები საინტერესო და მრავალფეროვანი იყო.
„მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეებმა შექმნეს ბიზნეს გეგმა თავსი მარკეტინგული გეგმით და ბიზნეს ობიექტის დიზაინით. პროექტი მოიცავდა ბათუმში ბიზნესის დაარსების არსებითი ნაწილების პრეზენტაციას“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
სკოლამდელი განათლების სტუდენტები პრაქტიკებს საბავშვო ბაღებში გაივლიან
ბაგა-ბაღების აღმზრდელ პედაგოგებს გადასამზადებლად სპეციალური ტრენინგ-მოდულები ჩაუტარდებათ - თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტო