თბილისის N190 საჯარო სკოლის მე-2 კლასში „მხიარული ვიქტორინა“ ჩატარდა
25-05-2022

თბილისის N190 საჯარო სკოლაში მოსწავლის ინტერესებზე მორგებული სასწავლო გარემოა შექმნილი. პედაგოგები ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ მოსწავლეებს ხარისხიანი და სიღრმისეული განათლება მისცენ და ამ მიზნით მრავალფეროვან ღონისძიებებსა და აქტივობებს სთავაზობენ. 

მორიგი საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიება - „მხიარული ვიქტორინა“ მე-2 კლასში ჩატარდა. 

ღონისძიებას პედაგოგი ეკატრინე ყარყარაშვილი ხელმძღვანელობდა. მოსწავლეები ვიქტორინაში ხალისითა და ინტერესით ჩაერთვნენ და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203