
ზესტაფონის N2 საჯარო სკოლაში არასრულწლოვანისა და პოლიციის ურთიერთობის საკითხებზე საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრა სახალხო დამცველის აპარატის მართლმსაჯულების დეპარტამენტის და დასავლეთ საქართველოს სამმართველოს თანამშრომლებმა მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩაატარეს.
შეხვედრას უძღვებოდნენ მართლმსაჯულების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე-
საბა ბრაჭველი, დეპარტამენტის თანამშრომელი ქსენია მესხიძე და დასავლეთ საქართველოს სამმართველოს უფროსი მადონა ბასილაძე.
მოსწავლეებმა დასვეს მათთვის საინტერესო კითხვები და მიიღეს ამომწურავი პასუხები.
იხილეთ ფოტოები: