
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, 26 მაისთან დაკავშირებით, კედლის გაზეთები შექმნეს.
აქტივობის ხელმძღვანელი პედაგოგი ნარგიზა ღვაჩლიანი იყო.
I და III კლასების მოსწავლეებმა კედლის გაზეთი „მე ქართველი ვარ!“ შექმნეს. მისი ავტორები პირველი კლასის მოსწავლეები მაგდა მარგველანი, გვანცა ხარძიანი და მესამეკლასელი ვიტო ხარძიანი არიან.
მათ ტექსტთან ერთად, თემატური ნამუშევრებიც შექმნეს და ნახატები გაზეთში განათავსეს.
გარდა ამისა, V კლასის მოსწავლე მერი მარგველანმა კედლის გაზეთი „სხვა საქართველო სად არის?!“ მოამზადა.
ეს ნამუშევარიც იმავე თემატიკისაა და 1918 წლის 26 მაისს ეძღვნება. მოსწავლემ საკუთარი სათქმელი, მეტწილად, ვიზუალური საშუალებებით გადმოსცა. ის ფოტომასალითა და მოსწავლის ნახატებით იყო გამდიდრებული.
„სკოლის დირექცია მადლობას უხდის ქალბატონ ნარგიზა ღვაჩლიანს მოსწავლეებისათვის ნაყოფიერი ხელმძღვანელობისათვის“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: