
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელი ლასურიაშის საჯარო სკოლაში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა.
„ბოლო ზარის“ ღონისძიება დატვირთული იყო მრავალფეროვანი აქტივობებით. მოსწავლეებმა წარმოადგინეს საცეკვაო ნომრები, ლექსები, სიმღერები და სკეტჩები.
პედაგოგები და მოსწავლეებს ერთმანეთს საუკეთესო სურვილებით გამოემშვიდობნენ. პედაგოგებმა აღზრდილებს გზა დაულოცეს. მოსწავლეებმა კი მათ გაწეული შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს.
დღე იყო ემოციებით სავსე, სევდიანი და ამავდროულად ბედნიერი.
სკოლამ მე-12 კლასელები ცხოვრების ახალ ეტაპზე გააცილა და კურსდამთავრებულებს წარმატებული და სიხარულით სავსე მომავალი უსურვა.
იხილეთ ფოტოები: