ქუთაისის N12 სკოლის მესამეკლასელთა ღია ცის ქვეშ შესრულებული საინტერესო საგანმანათლებლო აქტივობები
25-05-2022

ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღს საინტერესო ღონისძიებებით აღნიშნავენ. 

სწორედ ამიტომ, მრავალფეროვანი აქტივობა, დედაენის დღესთან დაკავშიებით, მე-3 კლასშიც გაიმართა.

აქტივობა პედაგოგმა სკოლის ეზოში გამართა, მოსწავლეებმა საინტერესო და სახალისო დავალებები შეასრულეს. მასწავლებელმა კი მათ ახალი ცოდნა შესძინა. 

„უამრავი ბედნიერი დღე, ჩემო ჭკვიანებო. თქვენთან ყოველი დღე სასწაულია. თქვენს მხარდასაჭერად მიგულეთ“,- წერს სკოლის პედაგოგი.

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1990 წელს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დაწესდა.

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203