„იყავი დაცული, გახდი საკუთარი უფლებების სუბიექტი“​- ლასურიაშის საჯარო სკოლაში კონფერენცია ჩატარდა
25-05-2022

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელი ლასურიაშის საჯარო სკოლაში ადამიანის უფლებათა თემაზე მიმდინარე სასკოლო პროექტი - „იყავი დაცული, გახდი საკუთარი უფლებების სუბიექტი“ ჩატარდა.

სკოლაში ჩატარდა კონფერენცია. კონფერენციის მონაწილეებმა საინტერესო თემები წარმოადგინეს და სასკოლო საზოგადოების ინტერესი და მოწონება დაიმსახურეს. კონფერენციაზე ნაშრომებით წარდგნენ - IV კლასის მოსწავლე ნინი ხეცურიანი, VII კლასის მოსწავლე ლუკა იმნაძე, IX კლასის მოსწავლე ლუკა დავითულიანი და ლასურიაშის საჯარო სკოლის და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის კურსდამთავრებული მარიამ სილაგაძე.

კონფერენციის დღის დღის წესრიგი ასე გამოიყურება:

  1. თავისუფლება - IV კლასის მოსწავლე ნინი ხეცურიანი;
  2. ადამიანის უფლებები - VII კლასის მოსწავლე ლუკა იმნაძე;
  3. ტრეფიკინგი - IX კლასის მოსწავლე- გვანცა მუშკუდიანი;
  4. ბავშვთა ტრეფიკინგი - IX კლასის მოსწავლე ლუკა დავითულიანი;
  5. თავისუფლება - ადამიანის უფლებების ფუნდამენტური კონცეპტი, ლასურიაშის საჯარო სკოლის და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის კურსდამთავრებული მარიამ სილაგაძე.
იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203