ქუთაისის N36 სკოლის პირველკლასელთა საინტერესო გარემოსდაცვითი აქტივობა - მოსწავლეებმა ბედნიერი დედამიწის როლი მოირგეს 
25-05-2022

ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღს საინტერესო აქტივობებით აღნიშნავენ. 

გამონაკლსი არც დედამიწის დღეა. ამ თარიღს I კლასში მრავალფეროვანი აქტივობა მიეძღვნა. 

მოსწავლეებმა დედამიწისა და მისი მოფრთხილებია აუცილებლობის შესახებ ისაუბრეს, შექმნეს თემატური ნამუშევრები. ასევე, მოირგეს ნიღბები და თავსაბურავები, ბედნიერი დედამიწის როლი ითამაშეს და მისი განცდები გადმოსცეს. 

პირველკლასელები აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს.

„მუშაობის პროცესმა ჩაიარა სასიამოვნო მუსიკის ფონზე, რაც კიდევ უფრო მეტ ენთუზიაზმს ჰმატებდა პატარებს. დედამიწა ჩვენი სახლია, გვიყვარხარ დედამიწა, ჩვენ ვიზრუნებთ შენზე“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეოები:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203