ტყიბულის N6 სკოლის 34 კურსდამთავრებულიდან 12 მედლის კანდიდატია - მეთორმეტეკლასელები სკოლიდან საზეიმოდ გააცილეს
25-05-2022

ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა.

20 მაისს დილიდან სკოლაში საზეიმო განწყობა იყო. მეთორმეტეკლასელებმა სკოლის დამთავრება სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნეს და ერთმანეთს პერანგებზე სამახსოვრო წერილებიც დაუტოვეს. მეთორმეტეკლასელებს სასწავლო წლის დასრულება მიულოცეს ტყიბულის საგანმანათლებლო რესურცენტრის უფროსის ფუნქციათა შემსრულებელმა, ირინე კორაიამ და N6 საჯარო სკოლის დირექტორმა, შოთა ჯინჯიხაძემ. წელს ტყიბულის N6 საჯარო სკოლა 34 მოსწავლემ დაამთავრა, რომლთაგან 11 ოქროს, ერთი კი ვერცხლის მედლის კანდიდატია.

2022 წლის კურსდამთავრებულები სკოლიდან დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203