წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ხელოვნების ფესტივალზე წარმატებას მიაღწიეს
25-05-2022

ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სენაკის ხელოვნების ფესტივალზე წარმატებას მიაღწიეს. 

ფესტივალზე სკოლის 2 მოსწავლეს მარიამ ჯურხაძისა და ქრისტინე მიკირტიჩიანის ლაურიატობის წოდება მიენიჭა. გარდა ამისა, ფორტეპიანოს განხრით სხვა მოსწავლეები წარსდგნენ. მეექვსე კლასის მოსწავლე მია მაღლაფერიძემ შთამბეჭდავად შეასრულა გლიერის რომანსი, მეხუთეკლასელმა მარიამ შვანგირაძემ ბეთჰოვენის „შვიდი ეკოსეზი", ხოლო მეოთხეკლასელმა მარიამ ჩხეტიანმა კი ბახის - „გაზაფხული" შეასრულა. 

წყალტუბოს N1 საჯარო სკოლა ამ წარმატებას მოსწავლეებს, მათ პედაგოგსა და წყალტუბოს სამუსიკო სკოლას ულოცავს. 

„ვულოცავთ წყალტუბოს სამუსიკო სკოლას წარმატებებს სენაკის ხელოვნების ფესტივალზე და თავი მოვიწონეთ ჩვენი საერთო მოსწავლეებით: მარიამ ჯურხაძისა და ქრისტინე მიკირტიჩიანის ლაურიატობის წოდების მინიჭებით და ვალერიან შიუკაშვილის მიერ 25 მაისს გალა კონცერტზე მათი მიწვევით. თავისი საქმის ერთგულ და სამაგალითო მუსიკის მასწავლებელს ქეთევან ბობოხიძეს კი ულევი პროფესიული წარმატებები გვინდა ვუსურვოთ“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები: 




 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203